Monday, July 6, 2009

სასკოლო საგნები

პროექტის სახელი:
სასკოლო საგნები


პროექტის მოკლე აღწერა:
სასკოლო საგნების სახელწოდებების შესწავლა ინგლისურად; მათი სწორედ გამოთქმა და მართლწერა.

პროექტის სრული აღწერა:
პროექტში მონაწილე ბავშვები პირველ ეტაპზე სწავლობენ სასკოლო საგნების ინგლისურ სახელწოდებებს, ამუშავებენ გამოთქმებს და სწავლობენ აღნიშნული სიტყვების მართლწერას. საკუთარ საფეხურზე აწარმოებენ კვლევას წინასწარ მომზადებული რუბრიკის მიხედვით.

What is your favourite

subject in school?


ENGLISH/GERMAN
GEOGRAPHY
MUSIC
ART
PE (PHYSICAL EDUCATION )
HISTORY
GEORGIAN
MATH
RUSSIAN
BIOLOGY
CHEMISTRY
PHYSICS

მოსწავლეები აღნიშნავენ მათთვის პრიორიტეტულ საგნებს

ვღებულოთ გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებს.
(შესაძლებელია პროექტის ინტეგრირება - მათემატიკა- ინგლისური )

მოსწავლეთა ასაკი: 12 წელი

ვადები:
აღნიშნული პროექტი მოკლევადიანია და მოიცავს 4 დღეს


პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
რუბრიკის დამზადება კვლევისათვის; სავარჯიშოები, სახალისო ტესტები.



მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები ივითარებენ მხედველობით და სმენით მეხსიერებას, ეჩვევიან დამოუკიდებლად აზროვნებას, ივითარებენ ჯგუფში მუშაობისა და კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს; სწავლობენ ახალ ინგლისურ სიტყვებს.


სამუშაო ენა :
ინგლისური/ქართული


სარგებელი სხვისთვის:
პროექტი სარგებლობას მოუტანს არა მარტო აღნიშნული კლასის მოსწავლეებს, არამედ კონკრეტულ საფეხურზე მყოფ ყველა ბავშვს.

საინტერესო იქნება ასევე მასწავლებლებისათვის და დირექციის წევრებისათვის. ისინი გაიგებენ თუ რომრლი საგანია კონკრეტულ საპეხურზე არსებული მოსწავლეებისათვის პრიორიტეტული. შესაძლებელია მათ მიერ შემუშავდეს რაიმე პროგრამა კონკრეტული საგნების უკეთესად შესასწავლად.


კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ფასილიტატორი: ნატო სტეფანაშვილი